Thumbnail

ჰიმნს თუ მღერი, ასე უნდა იმღერო - უკრაინელი ფეხბურთელის ვიდეო ვირუსული გახდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვერესის 29 წლის ნახევარმცველის ვიდეომ სოციალური ქსელები დაიპყრო
  • სერგეი პანასენკო უკრაინის ეროვნულ ჰიმნს დიდი მონდომებით ასრულებს

უკრაინული საფეხბურთო კლუბის ვერეს როვნოს ნახევარმცველი სერგეი პანასენკო, ქვეყნის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩის წინ, რომელშიც მისი გუნდი დონეცკის შახტარს ხვდებოდა, ეროვნული ჰიმნის მეტისმეტად ემოციური შესრულებით გამოირჩა. 

ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ მღერის 29 წლის უკრაინელი ეროვნულ ჰიმნს, იმდენად ვირუსული გახდა, რომ ის ვერესმა თავის ინსტაგრამზეც გამოაქვენა. გაჩნდა უამრავი მემიც. 

"თუ უკრაინის ჰიმნს მღერი, ისე უნდა იმღერო, როგორც ამას სერგეი პანასენკო აკეთებს", - მიაწერა ვერესის პრესსამსახურმა ვიდეოს. 

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ ჰიმნის ემოციურად შესრულების გამო, პანასენკო კამერების ობიექტივში პირველად არ ხვდება. აღსანიშნავია, რომ სერგეი შახტარი-ვერესის მატჩში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა, საგოლე პასითაც გამოირჩა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები