Thumbnail

სკალონიმ 30 ფეხბურთელი გამოიძახა - არგენტინის ნაკრების შემადგენლობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არგენტინა პარაგვაის, ურუგვაის და პერუს შეხვდება
  • ლიონელ სკალონიმ ნაკრებში 30 მოთამაშე გამოიძახა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. "კოპა ამერიკის" მოქმედი ჩემპიონის რიგებში 30 ფეხბურთელია გამოძახებული.

აღსანიშნავია, რომ სკალონის სიაში ორი ტრავმირებული მოთამაშეა - ინტერის თავდამსხმელი ხოაკინ კორეა და იუვენტუსის შემტევი პაულო დიბალა. ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდებიან თუ არა, ისინი "ალბისელესტეს" შეკრებაზე.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ხუან მუსო (უდინეზე), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ესტებან ანდრადა (მონტერეი).

მცველები: გონსალო მონტიელი (სევილია), ნაუელ მოლინა (უდინეზე). ხუან ფოიტი (ვილიარეალი), ლუკას მარტინეს კუარტა (ფიორენტინა), ხერმან პეცელა (ბეტისი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლისანდრო მარტინესი (აიაქსი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი).

ნახევარმცველები: მარკოს აკუნია (სევილია), ლეანდრო პარედესი (პსჟ), გვიდო როდრიგესი (ბეტისი), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), პაპუ გომესი (სევილია), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა), ანხელ დი მარია (პსჟ).

თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ლიონელ მესი (პსჟ), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ხოაკინ კორეა (ინტერი), ხულიან ალვარესი (რივერ პლეიტი).

არგენტინის ნაკრები 8 ოქტომბერს პარაგვაის სტუმრად შეხვდება, შემდეგ კი, 11 და 15 ოქტომბერს, ურუგვაისა და პერუს ნაკრებებს უმასპინძლებს. "ალბისელესტე" შესარჩევ ციკლში 8 მატჩში მოპოვებული 18 ქულით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ბრაზილიის ნაკრებს ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები