Thumbnail

შერმადინი ტრავმირებულია - საქართველოს ნაკრებში მისი თამაში საეჭვოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა დაზიანება ბილბაოსთან შეხვედრაში მიიღო
  • წინასწარი ვარაუდით, 32 წლის კალათბურთელს დასვენება 5-6 კვირით მოუწევს

ლენოვო ტენერიფეს ცენტრს გიორგი შერმადინს ტრავმა აქვს და თვეზე მეტი გაუცდება. საქართველოს ნაკრების 32 წლის კალათბურთელმა დაზიანება ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ბილბაოსთან გამართულ შეხვედრაში მიიღო. 

ესპანური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა წელის არეში მიიღო და ამის გამო მან ბილბაოსთან შეხვედრა ვერ ჩაამთავრა. წინასწარი ვარაუდოთ, გიორგის 5-6 კვირა გაუცდება. 

შეგახსენებთ, რომ ბილბაოსთან შეხვედრაში შერმადინმა 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ტენერიფემ ანგარიშით 89:79 მოიგო, გიო კი მატჩის MVP-ად დასახელდა. 

როგორც ჩანს, ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე გიოს თავიდან ეგონა 

ტრავმის გამო გიორგი შერმადინი ტენერიფეს ACB ლიგასა და საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის უახლოეს შეხვედრებში ნამდვილად დააკლდება. იმედია, კალათბურთელი მწყობრში ჩადგომას მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტისთვის მაინც მოასწრებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები გამოსვლას 26 ნოემბერს, უკრაინასთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები