Thumbnail
  • 📅 28 სექტემბერი | 🏟 პარკ დე პრენსი | ⌚ 23:00 | ⚽ პსჟ V მანჩესტერ სიტი
  • პეპ გვარდიოლას მესი-მბაპე-ნეიმარის ტრიოს წინააღმდეგ იარაღი არ აქვს 

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლმა პარი სენ-ჟერმენის მრისხანე თავდასხმის ხაზზე ისაუბრა, რომელთანაც დაპირისპირება მოუწევს. ესპანელი სპეციალისტი დაუფარავად აცხადებს, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორ უნდა გაანეიტრალოს ის. 

28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში მანჩესტერ სიტი სტუმრად პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება, რომლის თავდასხმის ხაზში ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი თამაშობენ. 

მესი, ნეიმარი და მბაპე სიტისთან მატჩისთვის ემზადებიან

"არ ვიცი, როგორც უნდა შევაჩერო მესი, ნეიმარი და მბაპე. ისეთი დონეა… სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რათა ისინი შევაჩერო. ისინი ძალიან კარგები არიან. რთულია მეტოქე გუნდის იმ რგოლის გაკონტროლება, სადაც ტალანტების ასეთი კონცენტრაციაა. 

შეთამაშებისთვის მათ დრო სჭირდებათ, რასაც ამ დონის ვარსკვლავებს, როგორც წესი, არ აძლევენ ხოლმე. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არამხოლოდ გუნდურად, ინდივიდუალურადაც მაგრები არიან. 

ვფიქრობ, პსჟ-ის შემადგენლობაში მესის ყოფნა თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ამ მოთამაშის დონის აღწერა საჭირო არ არის. ის მეტია, ვიდრე უბრალოდ ფენომენალური", - თქვა გვარდიოლამ. 

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში შინ ლაიპციგი ანგარიშით 6:3 დაამარცხა, პარი სენ-ჟერმენმა კი სტუმრად ბრიუგესთან ფრედ 1:1 ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები