Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები იმ 10 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებსაც პეკინში ვიხილავთ
  • ფიგურულ სრიალში ქართველები ოლიმპიური თამაშების 4-ვე დისციპლინაში გამოვლენ

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები 2022 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრშიც გამოვა, რაც ისტორიული ამბავია.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში გამართულ დასკვნით საკვალიფიკაციო ტურნირზე ლიცენზიები ორივე ქართულმა წყვილმა მოიპოვა. სპორტულ წყვილებში წარმატებას კარინა საფინამა და ლუკა ბერულავამ მიაღწიეს, ხოლო სპორტულ ცეკვებში – მარია კაზაკოვამა და გიორგი რევიამ.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოლიმპიურ ლიცენზიას 17 წლის ალინა ურუშაძე დაეუფლა. ეს 2021 წლის მარტში შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. იქვე მიაღწია მიზანს მორის ყვითელაშვილმა, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს. 

აი, ქართული წყვილების წარმატების შემდეგ კი, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საქართველო იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. რეიტინგის გამოსაყვანად 2020-21 და 2022 წლების შედეგები იქნა დაჯამებული, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ საქართველო მხოლოდ რუსეთის ოლიმპიურ გუნდს, აშშ-ს, კანადას, იაპონიას, იტალიასა და ჩინეთს ჩამორჩა, პეკინის საგზურები კი ასევე ერგოთ ჩეხეთს, გერმანიასა და უკრაინას.

ახლა, წინ არის უკვე უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი ეტაპი – საწვრთნელი შეკრებები და ოლიმპიადამდე დარჩენილი რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ პეკინი ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.

2021 წლის შვედეთის მსოფლიოს ჩემპიონატიდან ,ობერსდორფში ორგანიზებული საკვალიფიკაციო ტურნირის ჩათვლით 50 -ზე მეტი...

Posted by Georgian Figure Skating Federation on Sunday, September 26, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები