Thumbnail

'გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს' - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-9 ტურში გენტმა შინ სერკლ ბრიუგეს ანგარიშით 2:1 მოუგო, გიორგი ჩაკვეტაძემ კი 78 წუთი ითამაშა და ორივე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა - პირველ მან დაიწყო, ხოლო მეორეში საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისნაირი მოთამაშის ყოლა შვებაა.

"გიორგის ჩვენს გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს. ის მხოლოდ მაშინ უნდა ათამაშო, როცა მზადაა. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს და ვითარდება. თუმცა, ფიზიკურად კიდევ უფრო ძლიერი შეუძლია გახდეს. ბურთი სამჯერაც არ დაუკარგავს. თუ სხვებს შევადარებთ, მაშინ გუნდში ასეთი მოთამაშის ყოლა შვებაა", - თქვა ვანჰეზებრუკმა.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე სერკლ ბრიუგესთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველმა ნახევარმცველმა ოთხი დღის წინ ბრიუსელის ანდერლეხტთანაც სასტარტოში ითამაშა და ჰეინ ვანჰეზებრუკი ისევ ენდო, რაც მან საგოლე პასით დაუფასა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა და აქტივში 2 საგოლე პასი აქვს.

გენტს ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 9 ტურში 11 ქულა დაუგროვდა და მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 ოქტომბერს, სტუმრად ანტვერპენს შეხვდება.

📺 ჩაკვეტაძის საგოლე პასი სერკლ ბრიუგესთან

კომენტარები

ბოლო ამბები