Thumbnail

'გამოცდილება გვაკლია' - მიქაუტაძე სერენის წარუმატებელ მატჩებზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სერენმა ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ სამი თამაში წააგო
  • გიორგის აზრით, გენკმა სერენს აჯობა და დამსახურებულად მოიგო

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-9 ტურში გიორგი მიქაუტაძის სერენი სტუმრად გენკს შეხვდა და პოლ ონუაჩუს ჰეთ თრიკით 0:3 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა 90 წუთი ითამაშა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა, რადგან მისი გუნდი სუსტად გამოიყურებოდა და მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ სერენს გამოცდილების ნაკლებობა აქვს და თამაშების დროს კონცენტრაციასაც ვერ ინარჩუნებს. თუმცა, გიორგი ფიქრობს, რომ გუნდს მომდევნო შეხვედრაში ზულტე ვარეგემის დამარცხება შეუძლია.

მიქაუტაძემ სერენში დაბრუნების შემდგე 4 თამაშში 4 გოლი გაიტანა

"ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და მათ სრულიად დამსახურებულად მოიგეს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ პირველი გოლი გავუშვით და ცოტა ხანში გენკმა მეორეც გაგვიტანა, რამაც გაგვტეხა. ჩვენს გუნდში კონცენტრაციის და გამოცდილების ნაკლებობაა. საჭიროა, რომ სწავლა გავაგრძელოთ. შეგვეძლო გოლის გატანა და თამაშში დაბრუნება, მაგრამ ისინი ბევრად უკეთესები იყვნენ. გენკის ფეხბურთელები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, სწრაფად თამაშობენ და ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. სამი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ქულა ვერ მოვიპოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარდსა და ანტვერპენთან ამას ვიმსახურებდით. ზულტე ვარეგემთან შედეგი თამაში უნდა მოვიგოთ", - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ სერენში დაბრუნების შემდეგ ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო ბელგიის თასზე ერთ შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა. სერენი ჟუპილერ ლიგაში 9 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 ოქტომბერს, შინ ზულტე ვარეგემთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები