Thumbnail

'მან თამაში გააფუჭა' - მოურინიომ დერბის წაგება მსაჯს დააბრალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლაციო 3:2 რომა
  • 'იტალიაში ფეხბურთი განვითარდა, მსაჯობა - არა'

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლაციომ რომას 3:2 მოუგო. ამგვარად, ჟოზე მოურინიომ თავისი პირველი რომაული დერბი წააგო და ეს მსაჯებს დააბრალა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მატჩის ბედი არბიტრმა და VAR-მა გადაწყვიტეს, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე არ იყვნენ.

"პირველ რიგში მინდა პოზიტიური რაღაც ვთქვა: იტალიური ფეხბურთი 10 წლის წინანდელთან შედარებით ძალიან გაიზარდა. ყველაფერი გაუმჯობესდა - ფეხბურთის ხარისხი, შემტევი თამაში და გამარჯვების სურვილი. სამწუხაროდ, ფანტასტიკური თამაში მსაჯმა და VAR-მა გააფუჭეს. ლუკას ლეივას მე-2 ყვითელ ბარათს შეიძლება თამაშზე გავლენა მოეხდინა, მაგრამ ის არ უჩვენეს. ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი მოედანზე უკეთესი იყო. მეორე და მესამე გოლები კონტრშეტევებზე გავუშვით. ჩვენ ვდომინირებდით და სხვა შედეგის მიღწევა გვინდოდა, მაგრამ ამ შეხვედრაში მსაჯი გადამწყვეტი იყო. იტალიაში ფეხბურთი განვითარდა, მსაჯობა - არა", - თქვა მოურინიომ.

მაურიციო სარიმ მოურინიოს პირველი დერბი მოუგო

შეგახსენებთ, რომ რომას 6 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ჟოზე მოურინიოს გუნდი 3 ოქტომბერს ემპოლის უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები