Thumbnail

'ეს მათხოვარი პასს არ მაძლევს' - კილიან მბაპე ნეიმარზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კილიან მბაპე ნეიმარზე გაბრაზდა და მისი სიტყვები ტელეკამერებმა დააფიქსირეს
  • პსჟ-ში ბევრი ვარსკვლავია, მაგრამ ჯანსაღი ატმოსფერო არ არის

როგორც ჩანს, ფრანგულ პარი სენ-ჟერმენში, არცისე ჯანსაღი ატმოსფეროა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ლიგა 1-ის ბოლო ტურში მონპელიესთან მატჩის 88-ე წუთზე მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპე შეცვალა, რომელიც სათადარიგო სკამზე გაბრაზებული იჯდა.

ტელეკომპანია Canal+-ის კამერებმა დააფიქსირეს მბაპეს სიტყვები, რომელიც მან სათადარიგო სკამზე წარმოთქვა. "ეს მათხოვარი პასს არასდროს მაძლევს", - უთხრა ფრანგმა შემტევმა ნეიმარზე იდრისა განა გეიეს. კილიანი ბრაზილიელ თანაგუნდელზე ძალიან ნაწყენი იყო და ემოცია არ დაუმალავს.

ზოგადად, პსჟ-ში ბოლო პერიოდში ყველაფერი რიგზე არ არის. ერთი კვირის წინ პოჩეტინომ ლიონელ მესი შეცვალა, რომელიც ამ ფაქტით გაკვირვებული დარჩა და მწვრთნელს ხელიც არ ჩამოართვა.

პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის 8 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით (24) ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად ბელგიურ ბრიუგეს ვერ მოუგო (1:1).

კომენტარები

ბოლო ამბები