Thumbnail
  • 2000 წელი - ბოკა ხუნიორსი 2:1 მადრიდის რეალი
  • მარტინ პალერმოს გმირობა სამეფო კლუბთან
  • გენიოსი რიკელმეს ამბავი

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის თასი მეცამეტედ აღმართა. სამეფო კლუბმა ზედიზედ მესამედ შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირში გამარჯვება. საერთაშორისო ასპარეზზე გამართული ბოლო 13 ფინალიდან, რეალმა ცამეტივეს მოგება შეძლო. სამეფო კლუბი ბოლოს საერთაშორისო ტურნირის ფინალში 2000 წელს დამარცხდა - საკონტინეტთაშორისო თასის ფინალში ბოკა ხუნიორსმა რეალს 2:1 მოუგო.

მარტინ პალერმო რეალის კარში გატანილ გოლს აღნიშნავს.
ტრიბუნიდან გადაღებული ფოტო

2000 წელს რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვალენსიას 3:0 დაამარცხა. ბოკამ ლიბერტადორესის ფინალში პალმეირასს თერთმეტმეტრიანებში აჯობა. 

ფინალში სამივე გოლი სწრაფად გავიდა. მე-3 და მე-6 წუთებზე მარტინ პალერმომ დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი იყო, როდესაც 40-მეტრიანი პასის შემდეგ, პალერმომ ერთი შეხებით შეძლო გატანა. რეალი გააქტიურდა, რობერტო კარლოსმა ჯერ ძელს მოარტყა ბურთი, ხოლო 6 წუთში ანგარიშში სხვაობა ულამაზესი გოლით შეამცირა. მატჩი ბოკამ მოიგო, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მარტინ პალერმო დასახელდა, მაგრამ იმ მატჩში საოცარი ფეხბურთი დიდმა გენიოსმა ითამაშა - ხუან რომან რიკელმეს შეჩერება მადრიდელებს ძალიან უჭირდათ.

რიკელმე ჯერემი ნჯიტაპისა და მაკმანამანის წინააღმდეგ.

ბოკასთან მარცხის შემდეგ, რეალმა ზედიზედ 13 ფინალი მოიგო. სამეფო კლუბი პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ბოკა კი ბოლო კლუბია, რომელმაც რეალს ფინალი მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები