Thumbnail

ზედიზედ მეორედ სასტარტოში - ჩაკვეტაძის საგოლე პასი ბელგიაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ენტი 2:1 სერკლ ბრიუგე | გიორგი ჩაკვეტაძემ 78 წუთი ითამაშა
  • 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ისევ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-9 ტურში გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა! 22 წლის ქართველი ფეხბურთელი უკვე ზედიზედ მეორედ გამოჩნდა სასტარტოში, რაც უდაოდ პოზიტიური სიგნალია.

გენტის ნახევარმცველმა სერკლ ბრიუგესთან მატჩში 78 წუთი ითამაშა, ხოლო 5 წუთით ადრე დარკო ლემაიჩს გამარჯვების გოლის გატანაში დაეხმარა. გიორგიმ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და სერბმა ფეხბურთელმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1).

ქართველმა ნახევარმცველმა სამი დღის წინ ბრიუსელის ანდერლეხტთანაც სასტარტოში ითამაშა და ჰეინ ვანჰაეზებრუკი ისევ ენდო, რაც მან საგოლე პასით დაუფასა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა და აქტივში 2 საგოლე პასი აქვს.

გენტს ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 9 ტურში 11 ქულა დაუგროვდა და მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 ოქტომბერს, სტუმრად ანტვერპენს შეხვდება.

📺 ჩაკვეტაძის საგოლე პასი სერკლ ბრიუგესთან

კომენტარები

ბოლო ამბები