Thumbnail

ძიუდო | მაისურაძემ ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან წააგო
  • საქართველოს ნაკრების მონაგარი თითო ოქროსა და ვერცხლის მედალია

23 წლის ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრან პრის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

მაისურაძე 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს გაეჯიბრა და იპონზე დასცა, მანამდე კი, გზიდან იტალიელი ჯენარო პირელი, ნიდერლანდელი იესპერ სმინკი და უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო ჩამოიცილა. საინტერესოა, რომ ამ წონაში ბრინჯაოს მედალი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს ერგო.

ამგვარად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრან პრი თითო ოქროსა და ვერცხლის მედლით დაასრულა. გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები