Thumbnail

ძიუდო | მეორე ოქროს შანსი - ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ფინალშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრიზ ფინალში იბრძოლებს
  • ქართველი ძიუდოისტის მეტოქე აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი იქნება

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ფინალშია. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკამ ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

მაიურაძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობაში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა. 1/4-ფინალში მან ნიდერლანდელ იესპერ სმინკს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში უკრაინელ სტანისლავ გუნჩენკოსაც სძლია (დამატებით დროში, ვაზარი) და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო.

ზაგრებში ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება, მაისურაძე კი ფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიაში გრან პრიზე საქართველოს ღირსებას 4 ძიუდოისტი იცავდა და გუშინ ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ოქროს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები