Thumbnail

ჩოგბურთი | სან დიეგოს ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ლორენცო სონეგოს გაეჯიბრება
  • მიმდინარე კვირაში ნიკოლოზმა Moselle Open-ის 1/4-ფინალში ითამაშა

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ევროპიდან აშშ-ი ბრუნდება და მომავალ კვირას სან დიეგოს საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 661 800 დოლარია.

SAN DIEGO OPEN-ის პირველ რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე მე-9 ნომრად განთესილი იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელსაც საქართველოს პირველი ჩოგანი 2-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს. 2020 წელს რომის მასტერსზე გამარჯვება იტალიელს დარჩა (6:3, 6:1), ნიკოლოზმა კი რევანშის აღება წლეულს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოახერხა, როდესაც ლორენცო 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა.

თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებას მიაღწია, მერვედფინალში ამერიკელებს – სებასტიან კორდასა და ტომი პოლს შორის უმჯობესს ეთამაშება. ბასილაშვილის ბადის ნახევარში განთესილთაგან ასევე არიან ნორვეგიელი კასპერ რუუდი (მე-2), კანადელი ფელიქს ოჟიე-ალიასიმი (მე-3) და პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი (მე-5), “უაილდ ქარდით” ითამაშებენ იაპონელი კეი ნიშიკორი და ბრიტანელი ენდი მარი, ხოლო პირველი რეიტინგი რუს ანდრეი რუბლიოვს გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ბასილაშვილმა მეცის (საფრანგეთი) ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მასპინძელ გაელ მონფილსთან 3:6, 3:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები