Thumbnail

'ბრო, ამ ბიჭებზე გაცილებით უკეთესი ვარ' - გიგამ დანა უაითს მიმართა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გიგა ჭიკაძე UFC 266-ს ესწრებოდა
  • ქართველმა მებრძოლმა ლას ვეგასიდან ტვიტერზე დაპოსტა

გიგა ჭიკაძესთვის, UFC-ის 266-ე ბრძოლის საღამო ორი რამით იყო გამორჩეული - ერთი, რომ მისი თანამემამულე და მეგობარი - მერაბ დვალიშვილი ჩხუბობდა და მეორე - მისი დივიზონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქამარს ბრაიან ორტეგას წინააღმდეგ იცავდა.

ახალმა ზელანდიელმა, ქამრის დაცვა შეძლო და ბრაინ ორტეგას 5 რაუნდი ეჩხუბა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ბუმბულის წონის რეიტინგში, მე-8 პოზიციაზე მყოფმა ქართველმა - გიგა ჭიკაძემ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დანა უაითი დათაგა.

"ბრო, ამ ბიჭებზე გაცილებით უკეთესი ვარ..." - წერდა გიგა და ბუნებრივია, მინიშნება საღამოს მთავარი ჩხუბის მონაწილეებისკენ იყო მიმართული.

ვოლკანოვსკის და ორტეგას გარდა, რეიტინგში გიგაზე წინ კიდევ 6 მებრძოლია, მაგრამ ქართველს ყველაზე მეტად ჩხუბი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ სურს, რაც ბოლო ბრძოლის შემდეგ დააფიქსირა კიდეც.

 

კომენტარები

ბოლო ამბები