Thumbnail

მსოფლიოს ისევ უკრაინელი ჩემპიონი ჰყავს - ჯოშუას მეორე მარცხი კარიერაში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ოლეკსანდრ უსიკმა ენტონი ჯოშუა დაამარცხა
  • ვლადიმერ კლიჩკოს შემდეგ, მძიმე წონის ქამრები უკრაინამ დაიბრუნა

2017 წელს, უემბლიზე ვლადიმერ კლიჩკო ენტონი ჯოშუასთან დამარცხდა და ამ ბრძოლით, მსოფლიო კრივის მძიმეწონის დივიზიონში ძმები კლიჩკოების თითქმის 15-წლიანი დომინაციის ეპოქა დასრულდა.

თუმცა დღეს, მსუბუქი-მძიმე წონიდან ამოსულმა, დაუმარცხებელმა ოლეკსანდრ უსიკმა, ტოტენჰემ ჰოთსპურის სტადიონზე 12 რაუნდიან ბრძოლაში მსოფლიოს ჩემპიონი ენტონი ჯოშუა დაამარცხა. თან ისე, რომ მის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეუტანია.

ეს ენტონი ჯოშუასთვის კარიერაში მეორე მარცხია, პირველი და საშინელი წაგება, აფრო-ბრიტანელმა მებრძოლმა ენდი რუსის წინააღმდეგ განიცადა, სადაც ბრძოლა მოულოდნელი ტექნიკური ნოკაუტით დათმო.

ძნელი სათქმელია რა იქნება შემდეგში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე რევანშის ნახვა მოგვიწევს და ამ ბრძოლაში გამარჯვებული, შემდეგ ფიური V უაილდერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები