Thumbnail

დვალიშვილმა მორაეში დაამარცხა! ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება UFC-ში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მერაბ დვალიშვილმა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო
  • ქართველმა ბრძოლა სასწაულებრივად შემოატრიალა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ორგანიზაციის სახელით ოქტაგონზე მეცხრე ბრძოლა, ბრაზილიელი მერლონ მორაეშის წინააღმდეგ ჩაატარა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა.

პირველ რაუნდში, მორაეშმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, მერაბი ნოკაუტს სასწაულებრივად გადაურჩა. თუმცა, ქართველმა რეაბილიტირება მალევე შეძლო, პირველი რაუნდის პარტერში გადაყვანა შეძლო და მეორეში მისი უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა.


მორაეში გამოცდილი მებრძოლი გახლავთ, მერაბთან მარცხით ზედიზედ 3 წაგება დაუგროვდა, მაგრამ მანამდე ისეთი მებრძოლები ჰყავს დამარცხებული, როგორებიც ლეგენდარული ჩემპიონი - ჟოზე ალდო და მერაბის მეგობარი და ქამრის მფლობელი - ალჯემაინ სტერლინგი არიან.

ამ გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი სავარაუდოდ ადგილს რეიტინგის ათეულში დაიკავებს, მერაბი ახლა მე-11 პოზიციაზეა, ხოლო მორაეში მე-6 ადგილს იკავებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები