Thumbnail

ბოლქვაძემ ორ სეტში მოიგო და ფინალში რუსი მეტოქე ელის

  • ბარბარა გატიკა 2:6, 1:6 მარიამ ბოლქვაძე
  • მარიამ ბოლქვაძე ჩიკაგოს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ WTA ჩიკაგო 2-ის ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. მან ჩილელი ბარბარა გატიკა ორ სეტში 6:2, 6:1 დაამარცხა და კვალიფიკაციის ფინალში გავიდა.

ბოლქვაძემ პირველ სეტში მეტოქის ორი მოწოდების მოგება მოახერხა, ხოლო მეორე სეტში მეტოქის სამი მოწოდება აიღო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

მარიამი კვალიფიკაციის ფინალში რუს ანა კალინსკაიას დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ამერიკელი უიტნი ოსუიგვე 2:0 დაამარცხა. შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები