Thumbnail

ოქროს მედალი ზაგრებში! გრიგალაშვილმა ფინალი მარტივად მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიგო
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ბრაზილიელ მეტოქეს აჯობა

ზაგრების გრან პრის მეორე საჭიდაო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) დამაჯერებლად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში გილერმე შმიდტი დაამარცხა და ოლიმპიადის შემდეგ, ძიუდოს ტურის პირველსავე ტურნირზე წარმატებას მიაღწია.

გადამწყვეტ შეხვედრაში ტატომ ბრაზილიელ მეტოქეს ვაზარი აუღო, რის შემდეგაც ორი გაფრთხილება მიიღო, თუმცა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

21 წლის ქართველი ძიუდოისტი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, რის შემდეგაც მან მოლდოველ ნიკონ ზაბოროსკიუჩს აჯობა, მომდევნო წრეში კი ფრანგი ბაპტისტ პიერი დაამარცხა. გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ნიდერლანდელ ჯიმ ჰეიმანს სძლია და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრები ზაგრების გრან პრიზე 4 ძიუდოისტით გაემგზავრა. ჯუმბერ მელაძე (-73) და ზაურ დვალაშვილი (-81) უმედლოდ დარჩნენ, ლუკა მაისურაძე (-90 კგ) კი 26 სექტემბერს ახალ წონაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები