Thumbnail

'მამა ძალიან მომთხოვნია' - პაოლო მალდინის შვილმა სადებიუტო გოლზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სპეცია 1:2 მილანი | გოლები: 0:1 მალდინი (48), 1:1 ვერდე (80), 1:2 ბრაიმ დიასი (86)
  • დანიელ მალდინიმ ძირითადში პირველად ითამაშა და გოლი გაიტანა 

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში მილანმა სტუმრად სპეცია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ამ შეხვედრაში ანგარიში 48-ე წუთზე 19 წლის დანიელ მალდინიმ გახსნა - ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილმა!

მან პირველად ითამაშა სერია A-ში ძირითად შემადგენლობაში და სადებიუტო გოლიც შეაგდო, თანაც ტრიბუნაზე მამამისიც იმყოფებოდა. დანიელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გოლის გატანის შემდეგ ძალიან ძლიერი ემოცია დამეუფლა. საბედნიეროდ, მოვიგეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. პიოლი ძალიან მეხმარება და უამრავ რჩევას მაძლევს. ბედნიერი ვარ, მაგრამ მშვიდიც, ჩემი თანაგუნდელები მეხმარებიან და მწვრთნელი მეუბნება, რომ მშვიდად ვიყო. პაოლო? მამა ძალიან მომთხოვნია, ის რჩევებს მაძლევს და მეხმარება, სამართლიანი მამაა", - თქვა მალდინიმ.

პაოლოს რეაქცია შვილის გოლზე

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინიმ იტალიის სერია A-ში ბოლო გოლი 2008 წლის მარტში (ატალანტასთან) გაიტანა და მას შემდეგ ზუსტად 4927 დღე გავიდა. ახლა იტალიის ჩემპიონატში სამ მალდინის აქვს გოლი გატანილი - ჩეზარეს, პაოლოსა და დანიელს.

მილანმა სპეციას ანგარიშით 2:1 მოუგო და 16 ქულაა დააგროვა. 1994 წლის შემდეგ, როცა მოგებაზე გუნდს 3 ქულა ენიჭება, "როსონერის" ასეთი კარგი სტარტი მესამედ აქვს (მანამდე 2003/04 და 2020/21 წლების სეზონებში).

კომენტარები

ბოლო ამბები