Thumbnail
  • ზაგრების გრან პრის მეორე დღეს ტატამიზე 3 ქართველი გავიდა
  • ფინალურ ბლოკში მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს

ხორვატიაში ზაგრების გრანპრი გრძელდება, რომლის მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ჯუმბერ მელაძე (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ).

მელაძემ ერთი ბრძოლის მოგება მოახერხა. მან პირველ რაუნდში ბრიტანელ დანიელ პაუელს აჯობა, ხოლო მეორე რაუნდში ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ზაურ დვალაშვილიც ესპანელმა მეტოქემ გააგდო, ქართველი ძიუდოისტი პირველივე რაუნდში ხოსე მარია მენდიოლა ისკიეტასთან დამარცხდა.

ტატო გრიგალაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, რის შემდეგაც მან მოლდოველ ნიკონ ზაბოროსკიუჩს აჯობა, მომდევნო წრეში კი ფრანგი ბაპტისტ პიერი დაამარცხა. ტატომ ნახევარფინალში ნიდერლანდელ ჯიმ ჰეიმანს სძლია და ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელი გილერმე შმიდტის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები