Thumbnail

დასანანი მარცხი - ტოჩინოშინმა ბოლო დღეს აუცილებლად უნდა მოიგოს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-14 ბრძოლა გამართა
  • ქართველი სუმოისტი კირიბაიამასთან დამარცხდა

აკი ბაშო დასასრულს მიუახლოვდა. ტურნირის მე-14 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-12 მაეგაშირაა, კირიბაიამას დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა სოტოგაკეს ილეთით დათმო. ბრძოლა ერთ წუთამდე გაგრძელდა და კირიბაიამამ საკმაოდ ლამაზი ილეთით გაიმარჯვა.

ქართველი სუმოისტის ბალანსი აკი ბაშოზე 7 მოგება და 7 მარცხია. აკი ბაშოს მე-15 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჯერ უცნობია. ლევანს აუცილებლად მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი დააფიქსიროს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები