Thumbnail

დავით ქევხიშვილმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი წარადგინა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლუის ვიდენბოხი უკვე თბილისშია
  • 1997-2001 წლებში ის ჰოლანდიის ძიუდოს ნაკრებს წვრთნიდა

ქართულ ძიუდოში არსებული დაპირისპირების ფონზე, დავით ქევხიშვილი განაგრძობს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.

ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლუის ვიდენბოხი წარადგინა.

დავით ქევხიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი LOUIS WIJDENBOSCH -ი, რომელიც ჰოლანდიის ძიუდოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იყო 1997- 2001 წლებში, უკვე თბილისშია. ხვალ გვექნება გასაუბრება გაფართოებულ ფორმატში სადაც თავის ხედვას წარმოგვიდგენს. ასევე ველოდებით რამდენიმე სხვა უცხოელი მწვრთნელის პასუხს და უახლოეს პერიოდში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის დანიშვნის შესახებ”

კომენტარები

ბოლო ამბები