Thumbnail

ჩოგბურთის ვუნდერკინდმა ემა რადუკანუმ მწვრთნელი გაათავისუფლა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული ახალ მწვრთნელს ეძებს
  • 18 წლის ვუნდერკინდმა ენდრიუ რიჩარდსონი გაუშვა
  • ემა რადუკანუს თქმით, ახლა უფრო გამოცდილი და კვალიფიციური დამრიგებელი სჭირდება

ამას არავინ ელოდა. ალბათ არც თვითონ ენდრიუ...

აშშ-ის ღია პირველობაზე ტრიუმფიდან სულ რაღაც 2 კვირაში US Open-ის სენსაციურმა გამარჯვებულმა, 18 წლის ემა რადუკანუმ თავისი მწვრთნელი ენდრიუ რიჩარდსონი გაათავისუფლა.

ჩოგბურთის ახალმა ვუნდერკინდმა მოულოდნელი გადაწყვეტილება ასე განმარტა: “ვეძებ ისეთ ახალ მწვრთნელს, რომელსაც ამ დონეზე უმუშავია და იცის, რა მჭირდება ახლა ყველაზე მეტად.”

არადა, სწორედ რიჩარდსონის ხელმძღვანელობით მოიგო ყველასათვის მოულოდნელად ამერიკის ღია პირველობა - თანაც, 18 წლის ასაკში. ცოტა ხნის წინ ყველასათვის უცნობი რადუკანუ ახლა მწვერვალზეა და ისეთ ლეგენდებს ადარებენ, როგორიც მაგალითად მარტინა ჰინგისია.

როგორც ჩანს, დიდი წარმატებისა და ცნობადობის გაზრდის შემდეგ რადუკანუ ცნობილ მწვრთნელსაც ეძებს. ამიტომაც გაუშვა თავისი ბავშვობის მწვრთნელი. “ახლა მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ვარ და დიდი სლემი მაქვს მოგებული. ეს ჩემთვის დიდი სიგიჟეა,” - ნათქვამი აქვს ემას, რომელიც რიჩარდსონის გათავისუფლების შემდეგ ამბობს, რომ ახალი მწვრთნელი ჯერ არ ჰყავს შერჩეული, ჯერ სეზონის დასრულებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ემა რადუკანუ პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია ბოლო 44 წელიწადში, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. 18 წლის თინეიჯერმა ფინალში სულ რაღაც 2 თვით უფროსი კანადელი ლეილა ფერნანდესი ორ სეტში, 6:4, 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რადუკანუს, რომელიც აქამდე 150-ე ჩოგანი იყო, აშშ-ის ღია პირველობაზე ერთი სეტიც კი არ წაუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები