Thumbnail

მარცხი ფინალში - გორგოძემ ზედიზედ მესამე ტიტული ვერ მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გორგოძე/პიგოსი 3:6, 4:6 ბოლშოვა ზადოინოვა/გამიზი
  • გორგოძეს წყვილთა თანრიგში მესამე ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) წყვილთა ბადის ფინალში იასპარეზა.

გორგოძე და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი, რომლებიც OPEN CIUDAD DE VALENCIA-ში პირველი განთესვით ჩაებნენ, ფინალში ესპანელ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვასა და ვენესუელელ ანდრეა გამიზს შეხვდნენ.

გორგოძემ და პიგოსმა პირველ სეტში საკუთარი მოწოდება 2-ჯერ დათმეს. მეორე სეტში გორგოძე და მისი მეწყვილე 4:2-ს იგებდნენ, თუმცა ეს უპირატესობა გაანიავეს და ფინალიც დათმეს.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ წელს წყვილთა თანრიგში ზედიზედ 2 ტურნირი მოიგო. ეკომ ჯერ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა, გასულ კვირას კი ვალენსიაში გამართულ კიდევ ერთ 80-ათასიან ტურნირზე ბელგიელ ისალინ ბონავენტურესთან ერთად გაჩემპიონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები