Thumbnail
  • მურსია 88:66 ბეტისი
  • თად მაკფადენმა ბექა ბურჯანაძის ბეტისთან ბრწყინვალედ ითამაშა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურში მურსიამ ბეტისს უმასპინძლა და მეტოქეს 22 მოუგო - 88:66. მურსიას რიგებში საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თად მაკფადენმა კარგი მატჩი ჩაატარა. მან პარკეტზე 24:22 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულას, 3 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი.

მაკფადენმა 5-დან 4 ორქულიანი, 8-დან 3 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბეტისის რიგებში ბექა ბურჯანაძემ 17:11 წუთი ითამაშა და 4 ქულა ჩააგდო. მან 6-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და ორიდან ორი სამქულიანი ააცილა. გარდა ამისა, ბურჯანაძეს 8 მოხსნა და ერთი პასი ჰქონდა.

მაკფადენის მურსია მომდევნო ტურში ვალენსიას ესტუმრება, ხოლო ბურჯანაძის ბეტისი მანრესას წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები