Thumbnail

მარცხი მეოთხედფინალში - მონფილსმა ბასილაშვილს ორ სეტში მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 3:6 გაელ მონფილსი
  • ქართველი ჩოგბურთელი მეცის ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (ATP - 36) საფრანგეთში მიმდინარე მეცის ტურნირს დაემშვიდობა. ბასილაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში ფრანგი გაელ მონფილსი (ATP - 20) იყო, რომელთანაც ორ სეტში 3:6, 3:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა პირველ სეტში საკუთარი მოწოდება 3:4-ზე დათმო. მან საკუთარი მოწოდების მოგება 3-ჯერ ვერ მოახერხა და მონფილსმა მეორე სეტიც პირველის მსგავსი ანგარიშით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე იტალიელი ჯანლუკა მაგერი და ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა დაამარცხა. მონფილსის მეტოქე ნახევარფინალში დანიელ ჰოლგერ რუნესა და ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას შორის გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები