Thumbnail
  • 📅 25 სექტემბერი | 🏟 სტემფორდ ბრიჯი | ⌚ 15:30 | ⚽ ჩელსი V მანჩესტერ სიტი
  • გვარდიოლას ერთსა და იმავე მეტოქესთან ზედიზედ 4-ჯერ არასდროს წაუგია
  • ყველაფერი, რაც პრემიერლიგის ცენტრალური მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტური შაბათს დიდი მატჩით იწყება!

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხომ კარგად გახსოვთ? ჩელსიმ სიტის კაი ჰავერტცის გოლით მოუგო და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ ეს გუნდები ახლა ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

თომას ტუხელის ხელმძღვანელობით ჩელსი ნამდვილ მონსტრად გადაიქცა - ამ გუნდის დამარცხება ყველას ძალიან უჭირს. ლონდონელები პრემიერლიგის ცხრილს ლივერპულთან და იუნაიტედთან ერთად ლიდერობენ და 5 თამაშში მხოლოდ 1 ბურთი აქვთ მიღებული.

ხოსეპ გვარდიოლას სიტიმ სეზონი ტოტენჰემთან მარცხით დაიწყო, მაგრამ მერე ორჯერ მოიგო 5:0 (ნორვიჩთან და არსენალთან), რასაც ლესტერთან მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოჰყვა, წინა ტურში კი სიტიმ საუთჰემპტონთან 0:0 ითამაშა, რითაც დამტკიცდა, რომ პეპის გუნდი არც ისეთი მრისხანეა, როგორც იმ 5:0-ების დროს ჩანდა.

ეს თამაში გვარდიოლასთვის ძალიან პრინციპული დუელია ტუხელთან, დანარჩენი ფაქტებში:

მთავარი ფაქტები მოკლედ

⚽ მას მერე, რაც ჩელსი თომას ტუხელმა ჩაიბარა, ლონდონელების დამარცხება ძალიან ძნელია. პრემიერლიგის ამ სეზონში ჩელსიმ 5-დან 4 თამაშში კარი მშრალად შეინახა, სულ კი, ინგლისის ჩემპიონატის 24 მატჩიდან 15 მიღებული ბურთის გარეშე დაასრულა. ეს ინგლისში საუკეთესო შედეგია მას შემდეგ, რაც იქ ტუხელი მუშაობს.

⚽ ჩელსი ძალიან ძლიერი და მრავალმხრივია შეტევაშიც. გოლის 10 სხვადასხვა ავტორის დამსახურებაა ის, რომ ტუხელის გუნდმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 5-დან 4 თამაში მოიგო - აქედან, 3 შეხვედრაში 3:0 გაიმარჯვა, ერთში კი 2:0.

⚽ ჩელსიმ სიტის ბოლოს ზედიზედ 3 თამაში მოუგო. აქედან ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, მეორე ასოციაციის თასის ნახევარფინალი, მესამე კი პრემიერლიგის მატჩი, რომელშიც ჩელსიმ სიტის სტუმრად თამაში მეორე ტაიმში შეუტრიალა.

⚽ სიტის მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთვის ჩელსი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, რადგან პეპს ყველაზე მეტი მარცხი სწორედ ჩელსისთან აქვს - 8.

⚽ გვარდიოლა ეცდება, პირად ანტირეკორდს თავი აარიდოს - საქმე ისაა, რომ მას ერთსა და იმავე მეტოქესთან ზედიზედ 4-ჯერ არასდროს წაუგია.

⚽ ჩელსის ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა პრემიერლიგის ბოლო 2 ტურში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

⚽ პრემიერლიგაში ამ გუნდების ბოლო 12 მატჩიდან ფრედ არცერთი დასრულებულა. 7 მატჩი სიტიმ მოიგო, 5 - ჩელსიმ.

⚽ სიტიმ პრემიერლიგის ბოლო 4 მატჩში გოლი არ გაუშვა და 11 გაიტანა.

⚽ პრემიერლიგაში ჩელსის ბოლო 3 საშინაო მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (3-4-2-1): მენდი - კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი - ასპილიკუეტა, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, მარკოს ალონსო - ჰავერტცი, ზიეში - ლუკაკუ.
ტრავმა: მაუნტი, პულიშიჩი.

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, დიასი, აკე, კანსელუ - დე ბრუინი, ფერნანდინიო, ფოდენი - ფერან ტორესი, გაბრიელ ჟეზუში, გრილიში.
ტრავმა: ბ. მენდი, როდრი, ზინჩენკო, გიუნდოგანი, ლაპორტი, სტოუნზი.

კომენტარები

ბოლო ამბები