Thumbnail

მოულოდნელი ფინალისტი - კასტრმა რასინგს მოუგო და კაკოვინი ფინალს მიღმა დატოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რასინგი 14:19 კასტრი
  • მეექვსე ადგილიდან პლეი ოფში გასული გუნდი ფინალში გავიდა
  • TOP 14-ის მეორე ფინალისტიც ცნობილია

TOP 14-ის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში რასინგი კასტრს შეხვდა. მატჩი დაძაბული გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით, 19:14 დასრულდა. კასტრი მე-8 წუთზე ვაიპულუს ლელოთი დაწინაურდა. მშვენივრად ითამაშა კასტრის ათიანმა, ბენჟამინ არდაპილეტამ, გარდასახვის გარდა, ოთხი ჯარიმის გატანა შეძლო. პირველი ტაიმი სტუმრებმა ორი ქულის სხვაობით, 16:14 მოიგეს. მეორე ნახევარში 16 ქულას კიდევ ერთი ჯარიმა მიუმატეს და TOP 14-ის ფინალშიც გავიდნენ.

ვასილ კაკოვინი მინდორზე 59-ე წუთზე გამოვიდა და მატჩი ბოლომდე დაასრულა. რასინგი ფინალს მიღმა აღმოჩნდა. კასტრმა რეგულარულ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავა და საბოლოოდ ფინალში გასვლა შეძლო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე - ბენჟამინ არდაპილეტა და მისი სტატისტიკა

ფინალი 2 ივნისს გაიმართება, ერთმანეთს მონპელიე და კასტრი შეხვედებიან.

► TOP 14-ის ფინალში სამი ქართველი ითამაშებს - იცოდით ეს ფაქტი მონპელიეზე?

კომენტარები

ბოლო ამბები