Thumbnail

ნაგელსმანი სკეიტბორდით - ბაიერნის 34 წლის მწვრთნელი ყველას უფრო მეტად შეუყვარდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იულიან ნაგელსმანი ბაიერნის ვარჯიშზე სკეიტბორდით მივიდა
  • მის ფოტოს სოციალურ ქსელებში ბევრი დადებითი კომენტარი აქვს
  • რეკორდმაისტერის 34 წლის მწვრთნელს გარი ლინეკერიც გამოეხმაურა

იულიან ნაგელსმანის ამ ფოტოს სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა!

ხუთშაბათს, 34 წლის მწვრთნელი რეკორდმაისტერის ვარჯიშზე დიდბორბლებიანი სკეიტბორდით მივიდა. იმ დროს, როცა ლეროი სანე და ბაიერნის სხვა ვარსკვლავები ვარჯიშებზე “აუდის” მარკის ახალთახალი პრემიუმ-ავტომობილებით დადიან, ახალგაზრდა მწვრთნელის სკეიტბორდით მისვლა ძალიან cool-საქციელად შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანი ვარჯიშზე სკეიტბორდით ლაიპციგში მუშაობის დროსაც ხშირად დადიოდა, ამ სეზონის წინ კი ასეთი რამ აქვს ნათქვამი: ”სკეიტბორდით გადაადგილება ძალიან მიყვარს. ქალაქში ჩვენი ფანები ხშირად მნახავენ სკეიტბორდით. პაპარაცებსაც შეუძლიათ, ჩამისაფრდნენ.”

სოციალურ ქსელებში ნაგელსმანის ფოტოს ძალზე ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს. ფოტო ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა გარი ლინეკერმაც გადააზიარა მისთვის ჩვეული ტექსტით: “He has the full support of the board”. ეს სიტყვების თამაშია: გარდა იმისა, რომ ინგლისელები სკეიტბორდს შემოკლებით Board-ს უწოდებენ, ეს სიტყვა პირველ რიგში ხელმძღვანელების გაერთიანებას, მაგალითად დირექტორთა საბჭოს, მმართველობას, შეფების კოლეგიას და კომისიასაც ნიშნავს. ანუ, ლინეკერის აზრით, ნაგელსმანს არა მარტო ამ სკეიტბორდის, არამედ ივერ კანის და სხვა ბოსების სრული მხარდაჭერაც აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები