Thumbnail
  • რეალ მადრიდი - ლივერპული 3:1
  • ლორის კარიუსმა მერსისაიდული კლუბი დააღალატა
  • ზინედინ ზიდანმა და მისმა გუნდმა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო

კიევის ოლიმპიურზე ფინალური მატჩის სათამაშოდ ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გავიდა. ზიდანსაც და კლოპსაც თავიანთ განკარგულებაში ყველა საუკეთესო ჰყავდათ, სასტარტოების დასახელებასთან ერთად, ერთი ისტორიული ფაქტიც დაფიქსირდა.

ლივერპულელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლიგის ისტორიაში პირველი თინეიჯერი გახდა (19 წლის), რომელმაც მთავარი ევროტურნირის ფინალური მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. კიდევ ერთი თინეიჯერი, რომელმაც ფინალი პირველივე წუთიდან ითამაშა, იოჰან ნეესკენსი იყო და ეს 1971 წელს, ჩემპიონთა თასის გადამწყვეტ მატჩში (აიაქსი V პანათინაიკოსი) მოხდა.

ალექსანდ-არნოლდისა და ისკოს ორთაბრძოლა

პრემიერლიგურმა კლუბმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა, კლოპის ფეხბურთელები გაცილებით მეტს უტევდნენ და რეალს საკუთარ კართან ხიფათის შექმნის საშუალებას ფაქტობრივად არ აძლევდნენ. მატჩში პირველი სახიფათო ეპიზოდიც "სამეფო კლუბის" კართან შეიქმნა - კეილორ ნავასმა არნოლდს არ გაატანინა და ურთულესი ბურთი ხელებში შეიმაგრა.

27-ე წუთზე მერსისაიდელები თავისი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე დარჩნენ! მო სალაჰმა სერხიო რამოსთან ორთაბძოლისას მხარი დაიზიანა. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ იგი მოედანზე დაბრუნდა, თუმცა საბოლოოდ სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მაინც მიუწია. კლოპმა ეგვიპტელის ნაცვლად თამაშში ადამ ლალანა ჩართო.

ეპიზოდი, როდესაც სალაჰმა ტრავმა მიიღო

რამდენიმე წუთში, იძულებითი ცვლილების განხორციელება ფრანგ მწვრთნელსაც მოუწია. ასევე ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება კარვახალმა ვერ შეძლო და მის ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე ადგილი ნაჩომ დაიკავა.

რეალ მადრიდი ეგვიპტელის გასვლის შემდეგ გააქტიურდა, ბრიტანელთა იერიშებს სიმწვავე დააკლდა. ტაიმის ბოლოს ზიდანის ფეხბურთელებმა გაიტანეს! რონალდოს კარიუსმა აუღო, დამატებაზე მოთამაშე ბენზემას კი ხელი ვეღარავინ შეუშალა. თამაშგარე მდგომარეობაში ორივე მადრიდელი იმყოფებოდა, გვერდითმა არბიტრმა წესის დარღვევა მეორე შემთხვევისას დააფიქსირა და გატანილი ბურთი არ ჩათვალა.

არჩათვლილი გოლი - ოფსაიდი

შეხვედრის მეორე ნახევარის სტარტი იურგენ კლოპისა და მისი გუნდისთვის რთული გამოდგა. რეალმა მეტოქის კარს აქტიურად შეუტია, გოლის გატანასთან ახლოს იყო ისკო. ესპანელმა ნახევარმცველმა ცარიელ კარში არაზუსტად დაარტყა, ბურთი ხარიხამ მოიგერია.

ისკომ ცარიელ კარში ვერ გაიტანა

51-ე წუთზე რეალმა მაინც გაიტანა! ლივერპულის გერმანელმა მეკარემ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, ლორის კარიუსმა ბურთის თამაშში შეყვანის ყველაზე უხეირო გზა აირჩია, ბენზემამ ფინალში ანგარიში გახსნა!

1:0 | 51' ქარიმ ბენზემა 

ლივეპულმა 4 წუთის შემდეგ გაათანაბრა! მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა ლოვრენმა მოიგო, საბოლოო ზუსტი დარტყმის ავტორი კი სადიო მანე გახდა. ნავასს თანაგუნდელების გადარჩენის შანსი ამ ჯერზე არ ჰქონდა.

1:1 | 55' სადიო მანე

ამის შემდეგ უკვე გარეთ ბეილის ჯერი დადგა! ისკოს ნაცვლად მოედანზე შესულმა უელსელმა ჯერ ლიგის ფინალების იტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, შემდეგ კი შორი მანძილიდან დაარტყა და მიზანს ამჯერადაც მიაღწია. კარიუსი მატჩის განმავლობაში უხეშად მეორედ შეცდა.

2:1 | 64' გარეთ ბეილი 2:1
3:1 | 83' გარეთ ბეილი 3:1

რეალი 3:1 ლივერპული

გოლები: 1:0 ბენზემა (51), 1:1 მანე (55), 2:1 ბეილი (64), 3:1 ბეილი (83)

რეალი (4-1-2-1-2): ნავასი - კარვახალი (37. ნაჩო), ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კაზემირო - მოდრიჩი, კროოსი - ისკო (61. ბეილი) - ბენზემა (89. ასენსიო), რონალდო.

ლივერპული (4-1-2-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი - მილნერი (83. ჩანი), ვეინალდუმი - სალაჰი (31. ლალანა), რობერტო ფირმინო, მანე.

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

მაყურებელი: 63 000

 

კომენტარები

ბოლო ამბები