Thumbnail

'ფსონს ვდებ, მესის ეს პრობლემა არ ექნება' - დე რონის სახალისო ვიდეო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ატალანტას ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა
  • მარტენ დე რონმა გუნდის მაღაზიაში ლამის მთელი დღე გაატარა

ატალანტას ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარტენ დე რონმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ პირველ სამ ქომაგს, რომლებიც მისი მაისურის ყიდვას გადაწყვეტენ, თანხას გადაუხდის და სამახსოვრო ხელმოწერებსაც დაუტოვებს.

"ჩვენ ვართ ბერგამოში, ატალანტას მაღაზიაში. პირველ სამ ადამიანს, რომელიც მაღაზიაში შემოვა და მარტენ დე რონის მაისურს შეიძენს, მაისურზე ხელს მოვუწერ და თანხასაც გადავუხდი. იმედია, ისინი მალე მოვლენ. ფსონს ვდებ, მესის ეს პრობლემა არ ექნებოდა", - ამბობს ვიდეოში დე რონი.

ვიდეო სახალისო გამოვიდა. დე რონი მაისურების მყიდველთა მოლოდინში დაიღალა - მარტენმა მაღაზია დაათვალიერა, კლუბის ვიდეოებს უყურა, გუნდის ფაზლი ააწყო და გამოძინებაც მოასწრო. სამწუხაროდ, მარტენის მაისურის მყიდველი არ გამოჩნდა.

ვიდეო სახალისოდ სრულდება - დე რონს გამყიდველი ეუბნება, რომ მაღაზია იკეტება და ტერიტორია უნდა დატოვოს.

მარტენი ატალანტაში ჰერენვენიდან გადავიდა. ნიდერლანდელი გასპერინის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და ეროვნულ ნაკრებშიც უკვე 27 მატჩის ჩატარება მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები