Thumbnail

ჩხუბი და 2 წითელი ბარათი - არასასიამოვნო ინციდენტი ეროვნულ ლიგა 2-ში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგრასა და სიონის მატჩის მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა იჩხუბეს
  • მთავარმა მსაჯმა გურამ სამუშიაც და ლაშა უგრეხელიძეც მოედნიდან გააძევა

ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურის მატჩში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები, გაგრა და ბოლნისის სიონი დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, შეხვედრის მეორე ნახევარში გაგრასა და სიონის მოთამაშეებს შორის შელაპარაკება ჩხუბით დასრულდა.

52-ე წუთზე გურამ სამუშიასა (გაგრა) და ლაშა უგრეხელიძეს (სიონი) შორის კამათი დაიწყო, რასაც ჯერ სამუშიას მხრიდან მოჰყვა ხელის დარტყმა, მერე კი უგრეხელიძემ მას გაცილებით ძლიერად დაარტყა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბაქარ ნინუამ კონფლიქტის გამო ორივე მოთამაშე მოედნიდან გააძევა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სამუშიას (გაგრა) მიერ 36-ე წუთზე გატანილი გოლი გიორგი ივანიაძემ გაქვითა და სიონმა 59 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა. გაგრა 58 ქულით მე-2 ადგილზეა. ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე 10 ტური რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები