Thumbnail
  • ჩხუბი და გარჩევები მანჩესტერული დერბის შემდეგ.
  • მოურინიო სიტის გასახდელში შევიდა.
  • ედერსონმა ჟოზეს შეაფურთხა, სხვებმა წყალი შეასხეს.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერული დერბის დასრულების შემდეგ, გასახდელში დიდი ამბები მოხდა. როგორც ჩვენი ბრიტანელი კოლეგები წერენ, გასახდელში იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ და სიტის მეკარე ედერსონმა იჩხუბეს.

მოურინიოს იუნაიტედი გვარდიოლას სიტისთან 1:2 დამარცხდა

როგორც ირკვევა, მოურინიო სიტის გასახდელში შევიდა და ფეხბურთელებს სთხოვა, ჩემს ბიჭებს პატივი ეცით, გამარჯვებას ასე ხმამაღლა ნუ ზეიმობთო. ტელეგრაფის და სანის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლას გუნდის გასახდელში ფეხბურთელები უკიდურესად ხმაურიანად ზეიმობდნენ და იუნაიტედის შეურაცხმყოფელ სიმღერებს მღეროდნენ.

"რას აკეთებთ? მეტოქე გუნდს პატივი უნდა სცეთ! ვინ ხართ საერთოდ?" - ყვიროდა თურმე მოურინიო.

ბრიტანული მედიის ცნობით, ედერსონმა ჟოზეს შეაფურთხა, სხვა ფეხბურთელებმა კი წყალი შეასხეს

სიტის გასახდელში მოურინიოს გამოჩენას პირველი მეკარე ედერსონი გამოეხმაურა. ტელეგრაფი წერს, რომ ბრაზილიელი მეკარე ჟოზეს პორტუგალიურ ენაზე უყვიროდა. მოურინიომ უკან არ დაიხია, რის შემდეგაც, ბრიტანული მედიის ცნობით, ედერსონმა ჟოზეს შეაფურთხა, სხვა ფეხბურთელებმა კი წყალი შეასხეს. თუ ეს ამბავი დადასტურდა, ედერსონს აუცილებლად დასჯიან.

"გარდიანის" ინფორმაციით, დაპირისპირებაში დაახლოებით 20 მონაწილე ჩაერთო. მოურინიოს რამდენიმე ბოთლი მოარტყეს. "იუნაიტედის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ "სიტის" ერთ-ერთ მწვრთნელ მიკელ არტეტას წყლის ბოთლი სახეში ესროლა - ამ უკანასკნელს ექიმების დახმარება დასჭირდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები