Thumbnail
  • ტურნირს 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ფინეთი უმასპინძლებს
  • ნაკრების მწვრთნელთა შორის ეროვნული გუნდის თავკაცი გიორგი ასანიძეც იქნება

24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში ფინეთის ქალაქი როვანიემი 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.

ქართველი ძალოსნების ნაწილი დღეს გაემგზავრა, დანარჩენები კი ფინეთისკენ გეზს რამდენიმე დღეში 23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით აიღებენ.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა

U 20

55 კგ. ბაჩუკი შამილიშვილი
67 კგ. გურამ გიორბელიძე
73 კგ. არჩილ მალაყმაძე
81 კგ. ედუარდ კაკაბაძე
89 კგ. ლომია თებიძე
102 კგ. ზაზა ლომთაძე, ვანო ქაზუმაშვილი 
109 კგ. აკაკი ტალახაძე

U 23

73 კგ. კახი ასანიძე
89 კგ. რეზი დავითაძე, ირაკლი გობეჯიშვილი
102 კგ.  ირაკლი ჩხეიძე

კომენტარები

ბოლო ამბები