Thumbnail
  • კიევი | ოლიმპიური სტადიონი | ჩემპიონთა ლიგის ფინალი
  • მადრიდის რეალი 3:1 ლივერპული
00:40

მორჩა! რეალი ისევ ჩემპიონია!!!

მადრიდის რეალმა ისტორია დაწერა! "სამეფო გუნდმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო! ვულოცავთ მადრიდელთა ყველა გულშემატკივარს ამ გრანდიოზულ მიღწევას! რეალისთვის ეს მე-13 ჩემპიონთა თასია!

 

90

ლივერპულის პატარა ფანის ემოცია

 

83

გოოოოლ!!! 3:1

ისევ კარიუსის უპატიებელი შეცდომა და ბეილის დუბლი! რეალი ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მესამედ იგებს! აი, ამიტომ ამბობს კლოპი თითქმის ყველა ინტერვიუში, რომ უკეთესი მეკარე სჭირდება...

 

80

ბეილის ემოცია

გარეთ ბეილი რეალის გმირია!!! 

 

72

ძელი!!!

ლივერპულს ანგარიშის გათანარების შანსი ჰქონდა - მანეს დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

 

69

ზიდანის გოლი არ გაგახსენდათ?

 

64

გოოოოოოლ! გარეთ ბეილის შედევრი!!!

გარეთ ბეილის სასწაული! უელსელმა შედევრი გაიტანა! ეს ერთ-ერთი ულამაზესი გოლია ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში!

 

61

კიდევ ერთი მაგარი მომენტი!

გოლების შემდეგ თამაში ძალიან ინტენსიური გახდა. ლივერპულის კართან კიდევ ერთი მომენტი შეიქმნა - გოლის გატანა ისკოს შეეძლო!

 

55

გოოოოოლ!!! ლივერპულმა გაათანაბრა!

ლივერპულმა 55-ე წუთზე გაათანაბრა! მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა ლოვრენმა მოიგო, საბოლოო ზუსტი დარტყმის ავტორი კი სადიო მანე გახდა.

 

51

გოოოოოლ!!! რა გააკეთა კარიუსმა?!

კარიუსის საშინელი შეცდომა, მადრიდელები იგებენ!  ლივერპულის მეკარემ რეალს გოლი აჩუქა!

 

47

ხარიხა!

მეორე ტაიმი რეალმა ძალიან აქტიურად დაიწყო. ისკოს დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა!

 

46

პირველი ტაიმის მოკლე შეფასება

სანამ სალაჰი ტრავმას მიიღებდა, ლივერპული უკეთ თამაშობდა, რეალს კი აშკარად პრობლემები ჰქონდა. ეგვიპტელის მოედნიდან გასვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა: რეალმა უკეთ შეუტია და კლოპის გუნდს გაუმართლა, ტაიმი რომ არ წააგო.

 

45

ბენზემას მომენტი

ტაიმის მიწურულს რეალს შანსი ჰქონდა

 

45

პირველი ტაიმი დასრულდა - 0:0

ფეხბურთის ღმერთი უსამართლოა...

 

44

არჩათვლილი გოლი

რეალს გოლი სამართლიანად არ ჩაუთვალეს! რონალდოს დარტყმის შემდეგ ბენზემამ დაამატა, მაგრამ ლაინსმენმა ალამი აღმართა! თამაშგარე...

 

40

კარვახალიც დაშავდა!

იძულებითი ცვლილების გაკეთება ზიდანსაც მოუხდა: ტრავმირებული კარვახალის ნაცვლად მოედანზე ნაჩო გამოვიდა.

38

ასე მიიღო ტრავმა სალაჰმა...

 

32

ყველაზე რეალური მომენტი

პირველ ნახევარ საათში ყველაზე რეალური მომენტი ეს იყო!

 

26

ცუდი ამბავი: სალაჰი გავიდა!

ძალიან ცუდი ამბავი ლივერპულისთვის: მოჰამედ სალაჰმა სერხიო რამოსთან ორთაბრძოლაში მხრის დაზიანება მიიღო და თამაშს ვეღარ აგრძელებს! მის ნაცვლად კლოპმა მოედანზე ლალანა შეუშვა. სხვათა შორის: ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში რონალდოს 15 გოლი აქვს გატანილი და საუკეთესო ბომბარდირია, სალაჰს - 10 (თუ საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფსაც ჩავთვლით, 11).

 

23

იურგენი კმაყოფილია!

ტაიმის პირველ ნახევარში თავისი ფეხბურთელების თამაშით კლოპი კმაყოფილია. ლივერპული რეალს არაფრის საშუალებას არ აძლევს და საკმაოდ სახიფათოდაც უტევს

 

20

კლოპის ტაქტიკა ამართლებს

მეტოქის ნახევარზე კაზემირო ფაქტობრივად არ გადადის! კლოპის შემტევი სამეულის შეჩერება რთული საქმეა...

 

17

ლივერპულის აგრესიული პრესინგი

რეალს პრობლემები აქვს! ლივერპულის აგრესიულ პრესინგს მადრიდელები კარგად ვერ უმკლავდებიან. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ რონალდო ჯერ აქტიური ვერ არის.

 

13

ლივერპული აშკარად უკეთესია!

ლივერპული დომინირებს! იურგენ კლოპის შეგირდები ბურთზე უმეტესად ერთი ნაბიჯით ასწრებენ მადრიდელებს. ინგლისელები გაცილებით სახიფათოდ უტევენ.

 

9

ისტორიული ფაქტი

ლივერპულელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი თინეიჯერია (19 წლის), რომელმაც მთავარი ევროტურნირის ფინალური მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. კიდევ ერთი თინეიჯერი, რომელმაც ფინალი პირველივე წუთიდან ითამაშა, იოჰან ნეესკენსი იყო და ეს 1971 წელს, ჩემპიონთა თასის გადამწყვეტ მატჩში (აიაქსი V პანათინაიკოსი) მოხდა.

 

6

სხვათა შორის...

ბოლო 10 მატჩში სალაჰმა 8 გოლი გაიტანა, რონალდომ კი - 9

 

1

დაიწყო!

ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლა დაიწყო!

 

22:42

ბრწყინვალე ხედი

 

22:40

CR7 მზადაა!

კრიშტიანო რონალდო

“ფინალი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. სწორედ ფინალებში იმართება მატჩები, რომლებიც მერე არასდროს არავის ავიწყდება.”

 

22:37

მწვრთნელების ცოლები

გუნდების მთავარი მწვრთნელების მეუღლეებიც სტადიონზე არიან - ულა ზანდროკი (კლოპის) და ვერონიკ ზიდანი.

 

22:36

წითლების გამოსვლა!

ლივერპული მოდის!

22:33

რეალის ფანები

რეალის გულშემატკივრები მზად არიან!

 

22:32

სალაჰი და რამადანი

სალაჰი მუსულმანური წესის შესაბამისად, რამადანის მარხვას არ არღვევს და განთიადიდან მზის ჩასვლამდე არც საკვებს ეკარება და არც წყალს. ეგვიპტელმა მატჩის დღესაც 18 საათის განმალობაში იმარხულა და მხოლოდ თამაშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე შეეძლო საკვების მიღება.

22:29

ზიზუს ისტორიული შანსი

გამარჯვების შემთხვევაში, რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდება პირველი მწვრთნელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა/თასი ზედიზედ სამჯერ ექნება მოგებული!

 

22:27

რა თქვა სალაჰმა მატჩის წინ?

მოჰამედ სალაჰი

“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ მოიგო რეალმა ლიგა ბოლო წლებში. მოედანზე 11x11 ვიქნებით და მინიმუმ 90 წუთი გვექნება - მაგ დროს რეალის მუზეუმზე ნაღდად არ ვიფიქრებ!”

 

22:25

შევიხედოთ ლივერპულის გასახდელში

22:24

შევიხედოთ რეალის გასახდელში

ესეც რეალის გასახდელი მატჩის წინ

22:22

ზიზუს კომენტარი

ზინედინ ზიდანი 

“ეს ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენ ფინალში ზედიზედ მესამედ ვართ! თქვენ მეუბნებით, რომ მოწინააღმდეგეს უფრო მეტად უნდა ამ თასის მოგება... როგორ მიბედავთ ამის თქმას? ამ თასის მოგება ძალიან მინდა და ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ!”

 

22:17

დევიდ ბექჰემი დღევანდელ ფინალში რეალს უქომაგებს!

ბექზი: “მინდა ზიზუს, პრეზიდენტს და კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატება ვუსურვო. და გთხოვთ დაამარცხეთ ლივერპული!”

 

22:14

რა თქვა კლოპმა მატჩის წინ?

იურგენ კლოპი

“საოცარი გზა გავიარეთ და ზუსტად ისე დავიმსახურეთ ფინალი, როგორც რეალმა. დიახ, ისინი სამჯერ გავიდნენ ფინალში, რაც უპირატესობაა, მაგრამ გახსოვდეთ, ეს ფეხბურთია.”

 

22:12

როდის წააგო ბოლოს რეალმა ფინალი?

ჩემპიონთა თასის ფინალი რეალმა ბოლოს 1981 წელს წააგო და, სხვათა შორის, ლივერპულთან! პარიზში ბობ პეისლის ლივერპულმა, რეალი ალან კენედის გოლით დაამარცხა.

22:08

სასტარტო შემადგენლობა

ლივერპული (4-1-2-3)

► კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი - მილნერი, ვეინალდუმი - სალაჰი, რობერტო ფირმინო, მანე.

22:06

სასტარტო შემადგენლობა

რეალი (4-1-2-1-2)

► ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კაზემირო - მოდრიჩი, კროოსი - ისკო - ბენზემა, რონალდო.

22:05

სასწაული 3:3 გახსოვთ?

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2005 წელს მოიგო. სტამბოლის სასწაული ფინალი ხომ გახსოვთ? რაფა ბენიტესმა რამდენიმე დღის წინ თქვა, იურგენ კლოპის გუნდი ჩემს ლივერპულზე ბევრად უკეთესი გუნდიაო... ვრცლად

სტივენ ჯერარდი და რაფა ბენიტესი

 

22:00

მოგესალმებით!

დღეს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მადრიდის რეალს თასის მოგება ზედიზედ მესამედ შეუძლია (სულ 12)! ლივერპულს თასი 5-ჯერ აქვს მოგებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები