Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი ლიგის თასზე ვესტ ჰემთან 0:1 დამარცხდა
  • ლონდონური კლუბები ჩელსი, არსენალი და ტოტენჰემი გავიდნენ

კრიშტიანო რონალდო მოედანზე არ იყო და მანჩესტერ იუნაიტედი ახალი სეზონის პირველ ტურნირს დაემშვიდობა. ოლე გუნარ სულშერის გუნდი ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში ვესტ ჰემთან 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მანუელ ლანსინიმ მატჩის მე-9 წუთზე გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, იანგ ბოიზთან მარცხის შემდეგ ეს იუნაიტედისთვის მეორე დარტყმაა ერთ კვირაში. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა - ვესტ ჰემს უკეთესი B-გუნდი აღმოაჩნდა.


მერვედფინალში გავიდნენ ლონდონური კლუბები. ჩელსიმ ასტონ ვილა პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა (ძირითადი დრო - 1:1). აღსანიშნავია, რომ თომას ტუხელის გუნდიდან გოლი ტიმო ვერნერმა გაიტანა - ეს გერმანელის პირველი გოლია ახალ სეზონში. თერთმეტმეტრიანების სერიაში სტუმართაგან ეშლი იანგმა და ნაკამბამ ვერ გაიტანეს, მასპინძელთა მხრიდან კი ჩილუელმა ბურთი ძელს მოარტყა. გამარჯვების პენალტი ჩელსიდან რის ჯეიმსმა გაიტანა.

ლონდონის არსენალმა მესამელიგელ უიმბლდონს ძალიან ადვილად, 3:0 მოუგო, ტოტენჰემმა კი ვულვზი ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა. მერვედფინალში არიან ბრაიტონი და ლესტერიც. ორივემ ერთნაირი ანგარიშით, 2:0 მოიგო - პირბელმა სუონსი დაამარცხა, მეორემ კი - მილუოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები