Thumbnail

‘ყველაზე ცუდი სროლა ისტორიაში’ - მაკგრეგორი ბეისბოლში შერცხვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

გალიაში მისი მარცხენა ხელი ძალიან საშიში იარაღია, ბეისბოლში კი, როგორც გამოჩნდა - არაფერს წარმოადგენს…

UFC-ის სუპერვარსკვლავ კონორ მაკგრეგორს MLB-ის მატჩში ჩიკაგოსა და მინესოტას შორის პირველი პიტჩის შესრულების პატივი ხვდა წილად, მაგრამ ამ საქმიდან კარგი არაფერი გამოვიდა. ირლანდიელის სროლა მიზანს ზედმეტად დიდი მანძილით ასცდა.

ამ სამარცხვინო პიტჩის ვიდეოს სოციალურ ქსელებში უკვე მილიონობით ნახვა აქვს - ლოგიკურია, რომ ვირუსული გახდა.

მომხდარს კონორმა იუმორით შეხედა: “ეს ყველა დროის ყველაზე ცუდი სროლა იყო. ძალაც მაქვს და მოვინდომე კიდეც, მაგრამ სიზუსტე დამაკლდა.” - უთხრა მან Marquee Sports Network-ს მოგვიანებით.

ირლანდიელისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ დასტინ პორიესთან ჩხუბის დროს მიღებული საშინელი ტრავმა მოშუშებული აქვს და შესაძლოა, ოქტაგონზე წელსვე დაბრუნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები