Thumbnail

გორგოძემ ვალენსიაში ერთეულებში წააგო და წყვილთა მატჩი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ეკატერინე გორგოძე 4:6, 7:6 (7:4) 2:6 დანიელა სეგუელი
  • 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ჩილელ მეტოქესთან დამარცხდა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) ერთეულთა ბადის პირველ წრეში მარცხი განიცადა. მე-7 ნომრად განთესილმა გორგოძემ ჩილელ დანიელა სეგუელთან 4:6, 7:6 (7:4) 2:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე ვალენსიაში წყვილთა თანრიგშიც თამაშობს და ბრაზილიელ ლაურა პიგოსისთან ერთად პირველი განთესვა გააჩნია. მათ ფრანგები ხლოე პაკე და დიან პერი 6:4, 7:5 დაამარცხეს და დღესვე, მეოთხედფინალში ბრიტანელ გრეისა და ბერძენ პაპამიჩაილს გაეჯიბრებიან.

როგორც უკვე ვწერდით, რომ გორგოძეს წყვილთა თანრიგში ზედიზედ 2 ტურნირი აქვს მოგებული. ეკომ ჯერ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა, გასულ კვირას კი ვალენსიაში გამართულ კიდევ ერთ 80-ათასიან ტურნირზე ბელგიელ ისალინ ბონავენტურესთან ერთად გაჩემპიონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები