Thumbnail

ჩოგბურთი | მეცის ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას კარიერაში პირველად შეხვდება
  • ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელების მატჩი Moselle Open-ზე 23 სექტემბერს შედგება

გაირკვა მეტოქე, რომელსაც 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 481 270 ევრო) მერვედფინალში ეთამაშება.

ის 22 წლის ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინაა, რომელმაც Moselle Open-ის პირველ წრეში ფრანგ ჟილ სიმონს 6:7 (4:7), 7:6 (7:2), 6:2 სძლია.

შეგახსენებთ, რომ თავად ბასილაშვილი ტურნირზე მე-8 ნომრად არის განთესილი და სასტარტო შეხვედრაში იტალიელ ჯანლუკა მაგერს 6:3, 7:6 (7:5) მოუგო.

ცნობისთვის, ATP-ს რეიტინგში ნიკას 36-ე ადგილი უკავია, დავიდოვიჩ ფოკინა კი 45-ეა. ესპანელ ჩოგბურთელს კარიერის პიკი წლეულს ივლისში ჰქონდა, როდესაც კლასიფიკაციაში 32-ე პოზიციას უწია.

თუკი ბასილაშვილმა ხვალ დაგეგმილი მერვედფინალის მოგება მოახერხა, მეოთხედფინალში მე-3 განთესვის მქონე ფრანგ გაელ მონფილსსა და გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს შორის უმჯობესს შეხვდება. ეს შეხვედრა ასევე 23 სექტემბერს შედგება.

Moselle Open ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ერთ-ერთი საყვარელი შეჯიბრია, რადგანაც ის 2016 წლის შემდეგ არ გამოუტოვებია. ნიკოლოზმა ყველაზე წარმატებულად 2017 წელს ითამაშა, როდესაც ნახევარფინალამდე მივიდა და ფრანგ ბენუა პერთან 1:6, 6:7 (5:7) წააგო. 2018 და 2019 წლებში ნიკოლოზმა მეოთხედფინალში გააღწია, შარშან კი ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები