Thumbnail

‘საქართველო მეტს იხდის’ - რუსეთის მოჭიდავეთა მწვრთნელი ოლიმპიადის პრემიებზე

რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძამბოლატ თედეევმა ოლიმპიური ოქროსთვის რუსეთში დაწესებული პრემიალური თანხების სიმცირეზე დაიჩივლა და პარალელები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, მათ შორის საქართველოსთანაც გაავლო.

"რუსეთში ოლიმპიური ოქრო ამჟამად 56 ათას აშშ დოლარად ფასობს. ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებს შორისაც კი ბოლო ადგილზე ვართ. საქართველო, უზბეკეთი და აზერბაიჯანი მეტს იხდიან! რას ვაკეთებთ, მეგობრებო? სად ვართ? რატომ არ ვაფასებთ ჩვენს გმირებს, ოლიმპიელებს, მწვრთნელებს? ჩანს, როგორც ვაფასებთ. ეს საწყენია", - ამბობს ცხინვალში დაბადებული თედეევი რუსულ მედიასთან. 

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოში ვერცხლი მოიპოვა

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში გასულ ზაფხულს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ჯამში 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები მილიონი ლარით დაჯილდოვდნენ, ვიცე-ჩემპიონები - 500 ათასით, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორმა 250 ათასი მიიღო. 

რაც შეეხება რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, თედეევის ხელმძღვანელობით გუნდმა ტოკიოში 4 მედალი დაისაკუთრა და აქედან 3 ოქრო.

კომენტარები

ბოლო ამბები