Thumbnail

საოცარი ჯირო დ'იტალია 2018 | პირველი ბრიტანელი 101-წლიან ისტორიაში?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბოლო ეტაპის წინ კრის ფრუმი ერთპიროვნული ლიდერია
  • მე-19 ეტაპი, როცა ფრუმმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა

2018 წლის ჯირო დ'იტალია ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბოლო წლებში - 27 მაისს რომში 4  მარტს დაწყებული ველორბოლის ფინიშია, თუმცა ყველაფერი თითქმის გარკვეულია.

დღეს, ბოლოსწინა ეტაპზე ბრიტანელმა კრის ფრუმმა წარმატებით მოიგერია ერთადერთი რეალური კონკურენტის, ტომ დუმულენის შეტევები და, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორია დაწერა - ხვალ ფრუმი გახდება ისტორიაში პირველი ბრიტანელი, რომელიც ამ მრავალდღიან ველორბოლას მოიგებს. არადა, ჯიროს ისტორია 101-წლიანია. 

Sky-ს 33 წლის ლიდერმა, პირიქით, 46 წამამდე გაზარდა თავისი უპირატესობა დუმულენზე. ბოლო ეტაპზე, მოგეხსენებათ, რეალური შეჯიბრი აღარ იმართება ხოლმე. 

კრის ფრუმმა შარშან ტურ დე ფრანსი და ვუელტა მოიგო. ასე რომ, ის ჰეთ-თრიკის ავტორი ხდება - სამივე დიდი ტურის ჩემპიონი იქნება ერთდროულად.

კრის ფრუმი ველოსპორტის ისტორიაში მხოლოდ მე-7 მრბოლელი გახდება, რომელსაც სამი დიდი ტური: ტურ დე ფრანსი, ჯირო დ'იტალია და ვუელტა აქვს მოგებული.

დღევანდელი ეტაპი ესპანელმა მიკელ ნიევემ მოიგო, საკუთარ დაბადების დღეზე (34 წლის გახდა), მან მთაზე 32 კილომეტრით ადრე წამოიწყო შეტევა და უახლოეს მდევარს 2 წუთით და 17 წამით გაუსწრო.

ურთულესი მე-19 ეტაპი

მთავარი ბრძოლები წინა დღით, მე-18 ურთულეს ეტაპზე მოხდა, ფრუმი ლიდერ საიმონ იეიტსს 3 წუთით და 22 წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ საბოლოოდ 35 წუთზე მეტით გაასწრო!   

გადამწყვეტი დაშვება მე-19 ეტაპზე

კომენტარები

ბოლო ამბები