Thumbnail

ჩოგბურთი | გორგოძე მეოთხედფინალშია და ვალენსიაში ორ ფრონტზე იბრძვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეკატერინე გორგოძე/ლაურა პიგოსი 6:4, 7:5 ქლო პაკე/დიანე პარი
  • ეკატერინე გორგოძე ვალენსიის ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ვალენსიაში წყვილთა თანრგიში ასპარეზობას აგრძელებს. ეკატერინემ ბრაზილიელ მეწყვილესთან  ლაურა პიგოსთან ერთად ფრანგული დუეტი ორ სეტში - 6:4, 7:5 დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი ვალენსიაში წყვილთა თანრიგში მეოთხედფინალურ ეტაპზე იასპარეზებს, სადაც მისი და ბრაზილიელი ლაურა  პიგოსის მეტოქეები ბრიტანელი სარა გრეი და ბერძენი დესპინა პაპამიხაილი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ გორგოძე ასპარეზობას ერთეულთა თანრიგშიც აგრძელებს, სადაც მისი მეტოქე 1/16 ფინალში ჩილელი დანიელა სეგუელუ იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები