Thumbnail

'ის მზადაა ამ გამოწვევისთვის' - ინიესტამ ბარსელონას მწვრთნელი ურჩია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინიესტა ფიქრობს, რომ ჩავი ბარსელონას მწვრთნელობისთვის მზადაა
  • 41 წლის ესპანელი ამჟამად ალ-სადში წარმატებით მუშაობს

ბარსელონას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად იაპონიაში, ვისელ კობეს ღირსებას იცავს, ყოფილი თანაგუნდელის, ჩავის შესახებ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ ჩავი უკვე მზადაა ბარსელონას მწვრთნელობისთვის.

"ვფიქრობ, რომ ის მზადაა. თუ მკითხავთ, წარმომიდგენია თუ არა ჩავი ამჟამად ბარსელონას მთავარ მწვრთნელად, გეტყვით, რომ დიახ. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემზადებოდა და სწავლობდა მწვრთნელობას. მას აქვს შესაბამისი თავდაჯერებულობა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს", - თქვა ჩავიმ Goal-თან ინტერვიუში.

ინიესტა ჩავის ბარსელონადან აცილებს [2015]

შეგახსენებთ, რომ ჩავი ბარსელონაში 1998-2015 წლებში თამაშობდა და 767 მატჩში 85 გოლი გაიტანა. მან საფეხბურთო კარიერის ბოლო წლები ყატარულ ალ-სადში გაატარა, სადაც სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დაიწყო და თითოჯერ მოიგო ყატარის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.

ბარსელონაში რონალდ კუმანის მუშაობით კმაყოფილები არ არიან და შესაძლოა, ის უახლოეს მომავალში დაითხოვონ. მის სავარაუდო შემცვლელთა შორის კი ჩავიც დასახელდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები