Thumbnail
  • შვედეთი 4:0 საქართველო
  • გიორგი ჩხაიძის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი წაგებით დაიწყო

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაიწყო. გიორგი ჩხაიძის გუნდი A ჯგუფში მთავარ ფავორიტს, შვედეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

გეტებორგში, "გამლა ულევის" სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლებმა ორი გოლი შესვენებამდე გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს თათია გაბუნიას კარში ჯერ ფილიპა ანგელდალმა, შემდეგ კი მაგდალენა ერიქსონმა შეაგდო. 

მოვლენები ანალოგიურად განვითარდა მეორე ტაიმშიც - შვედებმა გოლების გატანა ისევ ბოლო და კომპენსირებულ წუთებზე მოახერხეს. ამჯერად დუბლით მასპინძელთა კაპიტანი კაროლინე სეგერი გამოირჩა.

საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს A ჯგუფში მეტოქეებად, შვედეთის გარდა, სლოვაკეთი, ფინეთი და ირლანდია ჰყავს. ჩხაიძის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაზე გამოსვლა 17 სექტემბერს, ირლანდიასთან საშინაო მატჩით უნდა დაეწყო, მაგრამ COVID-რეგულაციების გამო ის შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო. მომდევნო შეხვედრა ქართველ ქალ ფეხბურთელებს 21 ოქტომბერს, შინ ფინეთთან უწევთ.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო A ჯგუფს შვედეთი ორიდან ორი მოგებით ლიდერობს. შვედებმა პირველ ტურში სლოვაკეთს გასვლაზე აჯობეს - 1:0.

შვედეთი 4:0 საქართველო

გოლები: 1:0 ანგელდალი (40’), 2:0 ერიქსონი (45+4), 3:0, 4:0 სეგერი (84’, 90+3’)

საქართველო (4-4-2): გაბუნია - ჭიჭინაძე (67’ დანელია), მატვეევა (90’ გორგაძე), ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი - სუთიძე, ტატუაშვილი, ბაქრაძე (84’ სულაშვილი) ხაბურზანია (84’ ბებია) - კალანდაძე, ჭყონია.

კომენტარები

ბოლო ამბები