Thumbnail

ბარსელონაში კუმანის დათხოვნაზე ფიქრობენ - ის შეიძლება პირლომ შეცვალოს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონამ შესაძლოა უახლოეს მომავალში მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. ესპანურმა გრანდმა მიმდინარე სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო და რონალდ კუმანის პოზიცია კლუბში შერყეულია.

ბარსას ხელმძღვანელები ნიდერლანდელი სპეციალისტის გათავისუფლებაზე ფიქრობენ და მისი შემცვლელის ძიებაც დაიწყეს. ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კი ანდრეა პირლოა.

იტალიელმა მწვრთნელმა გასულ სეზონში იუვენტუსში იმუშავა, რომელსაც იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ სამსახურიდან დაითხოვეს და ამჟამად უმუშევარია. თუმცა, ანდრეა ბარსას სიაში ერთადერთი ვარიანტი არ არის. ესპანურ კლუბს ასევე დაუკავშირეს ჩავი ერნანდესი, რობერტო მარტინესი, ანტონიო კონტე, იოახიმ ლიოვი და ფილიპ კოკუ. კუმანის ბედი დამოკიდებული მეტწილად უახლოესი მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული და თუ ის არადამაკმაყოფილებლად შეფასდება, რეალურია, რომ დაითხოვონ.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ლა ლიგაში ჩატარებული 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ამგვარად, 8 ქულა მოიპოვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შინ მიუნხენის ბაიერნთან 0:3 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები