Thumbnail
  • 26 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა
  • ჟილ ვისენტეს ფანებმა ის ბელენენსეშთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს 

საქართველოს ნაკრებისა და ჟილ ვისენტეს ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია პორტუგალიური კლუბის ფანებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 26 წლის ფეხბურთელმა ეს აღიარება პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში გატანილი გოლის გამო დაიმსახურა.

ჟილ ვისენტე პირველობის მე-6 ტურში სტუმრად ბელენენსეშს დაუპირისპირდა და თამაშის ბოლო წამებამდე მინიმალური ანგარიშით აგებდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 85-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე ქულის მომტანი გოლის გატანა მოახერხა - 1:1. გიორგიმ თანაგუნდელის საჯარიმოდან ჩაწოდების შემდეგ თავით შეაგდო.

გიორგი პორტუგალიაში სადებიუტო გოლი გაიტანა

გიორგი აბურჯანია ჟილ ვისენტეში სეზონის წინ გადავიდა და პორტუგალიურ ლიგაში 4 მატჩში ითამაშა - ოთხივეჯერ შეცვლაზე. გიორგის გუნდს ჩემპიონატის 6 მატჩში 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩის ჩატარება კი 25 სექტემბერს, შინ პორტუსთან უწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები