Thumbnail

'მხოლოდ საკუთარ თავს ვეჯიბრები' - ლევანდოვსკის ოქროს ბუცი გადაეცა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'იმას, რასაც რონალდო და მესი აკეთებენ, სხვები დიდი ხანი ვერ გაიმეორებენ'
  • პოლონელმა ფორვარდმა გასულ სეზონის შედეგებით დამსახურებული ჯილდო მიიღო

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ “ოქროს ბუცი” მიიღო, რომელიც მას 2020-21 წლების სეზონის შედეგებით ერგო. ამ ინფორმაციას ბავარიელთა ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და იქვეა 33 წლის პოლონელი ფორვარდის კომენტარიც.

“მე მხოლოდ საკუთარ თავს ვეჯიბრები. იმას, რასაც რონალდო და მესი აკეთებენ, სხვები დიდი ხანი ვერ გაიმეორებენ. თავად ყველაზე უკეთ ვიცი, რა შემიძლია. ბევრი ვარჯიშია საჭირო და მეტოქეებსაც პატივს უნდა სცემდე. ბევრი წელია ჩემპიონატის შეცვლაზე მეკითხებიან, თუმცა, ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. სხვა სუპერკლუბებს ჩემპიონთა ლიგაში ვეთამაშები. ბაიერნი მათთან მატჩებშიც აჩვენებს, რა დონეზე იმყოფება, ამდენად, შედარების გაკეთება იოლია. ახლა, 100%-ით სწორედ კლუბზე ვარ კონცენტრირებული”

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში ლევანდოვსკიმ 29 მატჩში 41 გოლი და 7 საგოლე პასი მოაგროვა და ევროპულ საფეხბურთო ჩემპიონატებში საუკეთესო კოეფიციენტი მოუგროვდა.

პოლონელი ვარსკვლავის მთავარი კონკურენტები ლიონელ მესი (ბარსელონა, 30 გოლი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი, 29), ანდრე სილვა (აინტრახტი, 28), ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი, 27), კილიან მბაპე (პსჟ, 26) და რომელუ ლუკაკუ (ინტერი, 24) იყვნენ. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის 7 ტურში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები