Thumbnail

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - როგორი იქნება ფინიში ევროპის TOP 5 ლიგაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • CIES Football Observatory-მა ევროპის ტოპლიგებში სეზონის სიმულაცია ჩაატარა
  • მკვლევარებმა პროგნოზის გასაკეთებლად ახალი სუპერკომპიუტერი გამოიყენეს

სპორტული კვლევების ცენტრმა CIES Football Observatory-მა ევროპის წამყვან ლიგებში მიმდინარე სეზონის სიმულაცია ჩაატარა. 

მკვლევარებმა საბოლოო შედეგების პროგნოზირება ახალი სუპერკომპიუტერის მეშვეობით შეძლეს, რომელიც სტატისტიკურ მოდელს ეყრდნობოდა. მოდელი მოიცავდა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: მოთამაშეთა გამოცდილება, სატრანსფერო დანახარჯები, გუნდის ფორმა ბოლო 365 დღის განმავლობაში და ა.შ.

აღმოჩნდა, რომ კრიშტიანო რონალდოთი გაძლიერებული მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონობისთვის მანჩესტერ სიტის კვლავაც შეებრძოლება, თუმცა საბოლოოდ ტიტულს მაინც ხოსეპ გვარდიოლას გუნდი დაისაკუთრებს. მანჩესტერ იუნაიტედი ისევ მეორე იქნება და უკან ლივერპულსა და ჩელსის ჩამოიტოვებს, რომლებიც შესაბამისად მე-3 და მე-4 ადგილებს დაიკავებენ. ინგლისის პრემიერლიგას მე-5 ადგილზე ტოტენჰემი დაასრულებს, ლონდონის არსენალი კი მე-10 იქნება. გასავარდნ ზონაში ნიუკასლი, უოტფორდი და ნორვიჩი უნდა აღმოჩნდნენ.

მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგა ბოლო ოთხ სეზონში სამჯერ მოიგო

ესპანეთში ჩემპიონობას მადრიდის რეალი იზეიმებს. კარლო ანჩელოტის გუნდის შემდეგ ადგილებს ატლეტიკო, ბარსელონა და სევილია გაინაწილებენ. 

რაც შეეხება სერია A-ს, იტალიის ჩემპიონობას ზედიზედ მეორედ იზეიმებს მილანის ინტერი, მეორე ადგილით კი ნაპოლი დაკმაყოფილდება. ტურინის იუვენტუსი, რომელიც სეზონის წინ რონალდომ დატოვა, მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდება. 

ანჩელოტის რეალმა ლა ლიგის 5 ტურში ქულები მხოლოდ ერთხელ დაკარგა 

სუპერკომპიუტერის ვარაუდით, საფრანგეთსა და გერმანიაში ჩემპიონები, შესაბამისად, პარი სენ-ჟერმენი და მიუნხენის ბაიერნი გახდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები