Thumbnail

მიშელ პლატინი გამართლებულია | ფიფა დისკვალიფიკაციის მოხსნას არ აპირებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შვეიცარიის პროკურატურა: მიშელ პლატინი უდანაშაულოა
  • ფიფა: პლატინი ჩვენ სულ სხვა რამისთვის დავსაჯეთ

შვეიცარიის პროკურატურამ უეფას ყოფილ პრეზიდენტ მიშელ პლატინის კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდება მთლიანად მოუხსნა, მაგრამ ფიფა ფრანგი ჩინოსნის დისკვალიფიკაციის გაუქმებას არ აპირებს.

შვეიცარიის პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ პლატინის წინააღმდეგ არასაკმარისი რაოდენობისა და ხარისხის მტკიცებულებებია. 

ფრანგისთვის სამწუხაროდ, მას 2019 წლის ოქტომბრამდე ფეხბურთში დაბრუნება მაინც არ გამოუვა, რადგან ფიფა დისკვალიფიკაციის მოხსნას არ აპირებს. 

დისკვალიფიკაცია 2019 წლის ოქტომბრამდე, რჩება.

"ბატონი პლატინი დისკვალიფიცირებულია ფიფას ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის, რაც დამტკიცებულია სპორტული არბიტრაჟით. არბიტრაჟმა მისი დისკვალიფიკაცია 6-დან 4 წლამდე შეამცირა.

ფიფას ეთიკის კოდექსი კი განსხვავდება შვეიცარიის კანონებისგან. ჩვენ არც განგვიხილია, ჩაიდინა თუ არა მან სისხლის სამართლის დანაშაული. მან ფიფას კოდექსი დაარღვია, რისთვისაც დაისაჯა კიდევაც", - განაცხადა ფიფას წარმომადგენელმა. 

ახლახან მიშელ პლატინიმ აღიარა, რომ 1998 წლის მუნდიალზე ისე გააკეთეს, რომ ბრაზილია და საფრანგეთი ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვედროდნენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები